10:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 19:05:08, 1503 ნახვა

კომენტარი
გიორგი ბურჯანაძე სააკაშვილზე - 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს

5 კილოს შემდგომ, შემდგომი გაუარესებაა მოსალოდნელი, შეიძლება მოხდეს დამატებით მიჯაჭვულობა ლოგინზე და ვეღარ მოხდეს ფეხზე ადგომა, ხოლო 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის დასკვნას.

მისივე თქმით, ექიმების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებული იყო წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც დეკემბერში განხორციელდა.

მან დასძინა, რომ წონის კლება არის ერთ-ერთი მიმართულება, 5,5 კილოზე მეტი ჰქონდა დაკლებული წინა ვიზიტთან შედარებით, ასევე წნევის ცვალებადობა იქნა განხილული როგორც ერთ-ერთი საყურადღებო ინდიკატორი. 

“ჩვენი ექიმების ვიზიტი განხორციელდა 19 თებერვალს, ამ ვიზიტის მიზანი იყო, რომ შეეფასებინათ იმ დროისთვის არსებული მდგომარეობა, როგორ მიმდინარეობდა მკურნალობა. ექიმების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებული იყო წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც დეკემბერში განხორციელდა, აღენიშნებოდა გარკვეული მიმართულებით გაუარესება, მაგალითად, წონის კლება არის ერთ-ერთი მიმართულება, 5,5 კილოზე მეტი ჰქონდა დაკლებული წინა ვიზიტთან შედარებით, ასევე წნევის ცვალებადობა მათი მხრიდან იქნა განხილული როგორც ერთ-ერთი საყურადღებო ინდიკატორი.  ჩვენი ექიმების პროექცირებით და პროგნოზით, დაახლოებით 5 კილოს შემდგომ, შემდგომი გაუარესებაა მოსალოდნელი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება მოხდეს დამატებით მიჯაჭვულობა ლოგინზე და ვეღარ მოხდეს ფეხზე ადგომა. ხოლო 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს”, - განაცხადა ბურჯანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics