00:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 14:23:05, 4122 ნახვა

კულტურა
ხვალ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის" ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ხვალ 17:00 საათზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნე - მარიკა მამაცაშვილის მონოგრაფიის - „პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი - 2X2 ≠ 4" - პრეზენტაცია გაიმართა.

„პიტერ ბრუკის რეჟისორული ძიებანი" სათეატრო რეჟისურას შეეხება.

 წიგნში განხილულია თეატრი მთელი თავისი სირთულეებით.

 თეატრი, როგორც კულტურის ერთ-ერთი სახელოვნებო დარგი, მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილებით, როგორებიცაა: დრამატურგია, სამსახიობო შესრულების ტექნიკა, თეატრალური სივრცე, კოსტიუმი, გრიმი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, მაყურებელი, და ბოლოს, რეჟისურა, როგორც ყოველივე ამის გამაერთიანებელი.

ავტორის აზრით, პიტერ ბრუკის შემოქმედების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მან არა მხოლოდ გაიზიარა მსოფლიო თეატრის კულტურული გამოცდილება, არამედ ახლებურად წარმოაჩინა საკუთარ შემოქმედებაში.

ბრუკმა მეცნიერებაც კი ხელოვნების სამსახურში ჩააყენა. სწორედ ამიტომ, იგი ერთდროულად რეჟისორიცაა და მეცნიერიც. ის არა მარტო პრაქტიკოსი რეჟისორია, არამედ საკუთარი შემოქმედების და მთლიანად თეატრის დაუღალავი მკვლევარიც.

მისამართი:  აღმაშენებლის გამზირი  40

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics