14:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 17:00:56, 4268 ნახვა

კულტურა
კიევში ესტონურ-ქართული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა

უკრაინაში საქართველოს და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით და უკრაინის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კიევის კულტურის ცენტრ „კიევში“ „ოსკარის“ პრემიაზე წარდგენილი, ესტონურ-ქართული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება შედგა.

ღონისძიებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უმაღლესი რადას, მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფილმის ჩვენების წინ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა - უკრაინის კულტურის მინისტრმა ვიაჩესლავ კირილენკომ, ესტონეთის ელჩმა სულევ კანნიკემ და საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.

ამასთან, პრეზენტაციის წინ გამართულ მიღებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული და ესტონური სასმელები და  მანდარინები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics