09:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 15:48:40, 1086 ნახვა

ეკონომიკა
სამორინე „შანგრი ლა თბილისი“ საქართველოს სათამაშო კონგრესის სპონსორი გახდა

თბილისში საქართველოს სათამაშო კონგრესი – რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი დარგობრივი ღონისძიება გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“„შანგრი ლა თბილისი“-დან აცნობეს, კონგრესის ფარგლებში 2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს, დსთ-ს და ევროპოს უმსხვილესი სამორინეების, ტურისტულლი კომპანიების, აღჭურვილობის მწარმოებლების წარმომადგენლები, ბუკმეკერები, ონლაინ-ოპერატორები, ინვესტორები და ოფიციალური პირები შეიკრიბებიან, რათა მიმდინარე მდგომარეობა დარგში და ასევე რეგიონალური სათამაშო ბიზნესის მომავალი განიხილონ.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნეს-ტურში მიიღონ მონაწილეობა და ასევე, თბილისის უმსხვილეს სამორინეებს ესტუმრონ.  
კონგრესის ოფიციალური სპონსორი სამორინე „შანგრი ლა თბილისია“, რომელიც კომპანია Storm International-ის ქსელში შედის, ხოლო სამორინე ‘შანგრი ლა“-ს რესტორანში ბიზნეს-ტურის მონაწილეთათვის საზეიმო ვახშამი მოეწყობა.  
„ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით ბიზნესის გამჭვირვალობისაკენ, დარგის წარმომადგენლების ეფექტურ ურთიერთობისაკენ, - ამბობს Storm International-ის მთავარი მმართველი დირექტორი დარენ კინი, - ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია და დადებითი რეპუტაციის შენარჩუნებისათვის საჭიროა მაქსიმალური გახსნილობა საზოგადოების, ხელისუფლების  წარმომადგენლებისა და სხვა დარგებისათვის. საქართველოს სათამაშო კონგრესის მსგავსი ღონისძიებები გვეხმარება ამ მიზნების მიღწევაში“, - აცხადებენ სამორინეში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics