12:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 16:02:41, 1614 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის უკრაინის დამოუკიდებლობა პირველ ადგილზე დგას

ჩვენთვის უკრაინა პირველ ადგილზე დგას, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

„მისი პირველი მუხლის პირველი სიტყვაა „უკრაინა“. ეს ჩვენს საბოლოო მიზანს, ჩვენს მისიას ასახავს. უკრაინა არის - და იქნება - დედამიწაზე. უკრაინელები არიან - და იქნებიან - დედამიწაზე. ეს როგორც ჩვენი საერთო მიზანი, ასევე ჩვენი საერთო მოვალეობაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, „უკრაინა არჩევანია, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად აკეთებს“.

„ჩვენ შორის სოციალური კონტრაქტი ასეთია: უკრაინა პირველ ადგილზე დგას. უკრაინელებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი უფლებები, ჩვენი ოცნებები პირველ ადგილზეა“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics