09:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 11:06:36, 1457 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 109 დრონი, S-300 ტიპის 2 საზენიტო მართვადი რაკეტა და Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში 39 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 30 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაანეიტრალეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების სამიზნე ხარკოვის, სუმისა და დონეცკის ოლქები იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics