|
2024-07-14 17:10:00, 1994 ნახვა
კომენტარი
რობერტა მეცოლა: შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. „შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია, მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა“, - წერს მეცოლა. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ აქციაზე დახვრიტეს. ტყვიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ყური დაუკრა, რის შემდეგაც უშიშროების თანამშრომლებმა მას დაფარეს. თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურმა ესროლა და მოკლა. FBI-მ ეჭვმიტანილი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი დაასახელა. მკვლელობის მცდელობის შედეგად აქციის ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)