09:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 21:07:00, 748 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სამი პირი შიმშილობს

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სამი პირი, კერძო საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით შიმშილობს. როგორც "ექსპრესნიუსს" ერთ-ერთი მოშიმშილის შალვა ჯაგინიანის ადვოკატმა, თეიმურაზ მაგრაქველიძემ განუცხადა, მოშიმშილეები მთავარ პროკურატურას თხოვენ, სახლის დაბრუნებას, რომელიც როგორც უფლებამდაცველი ამბობს, რამდენიმე წლის წინ, ჯაგანიანებს უკანონოდ წაართვეს.

ადვოკატისვე ინფორმაციით, სახლი მდებარეობს ელიას მთაზე, ჟონეთის ქუჩაზე და პირთა ჯგუფი კერძო საკუთრებას უკანონოდ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების დახმარებით დაეუფლა.

ამასთან, როგორც მაგრაქველიძე ამბობს, მოშიმშილეები მოითხოვენ გამოძიების დასრულებას, რის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, იმ პირთა ბრალეულობა რომელიც სახლის მიტაცებაში, მონაწილეობდა.

მთავარ პროკუტარურასთან მოშიმშილეები, მის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics