09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 15:05:41, 904 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების ნაკრებმა მჯდომარე ფრენბურთში გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა

მსოფლიო სპორტის დღესთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა  მჯდომერე ფრენბურთში  გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმბოლურ თამაშში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვნენ.

ღონისძიება თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც მიიღეს. მათ მჯდომარე ფრენბურთი დაჭრილ სამხედროებთან ერთდ ითამაშეს.

მჯდომარე ფრენბურთში თვდაცვის სამინისტროს გუნდმა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებაში „დაჭრილ მეომართა თამაშები" ოქროს მედალი აიღო და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერის პროგრამებს პერმანენტულად ახორციელებს. სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ღონისძიებებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics