19:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:21:22, 3824 ნახვა

კულტურა
1, 2, 3 და 10 ივლისს „რკინის თეატრში“ სპექტაკლის - „ჩიტები“ პრემიერა გაიმართება

1, 2,  3  და 10 ივლისს „რკინის თეატრში“ დავით ანდღულაძის სპექტაკლის - „ჩიტები“ (ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით) პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლში მონაწილეობენ : ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე, დავით როინიშვილი, ირაკლი სამუშია, ზაზა თაგოშვილი და ნატო ესაკია.

დასაწყისი 20:00 სთ-ზე!

ბილეთის ფასი: 5,10,15 ლარი

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ „რკინის თეატრის“ სალაროში, რომელიც მდებარეობს ფანჯიკიძის(ბუდაპეშტის) # 1- ში ან დარეკოთ ნომერზე 592120815.

მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება.

სპექტაკლის შესახებ: ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და, თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას - ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.

ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასითს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი  ელემენტია - მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში.

რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ ... რაღაცაზეა დამოკიდებული.

სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics