23:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 17:52:03, 1301 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის  მინისტრი მინდია ჯანელიძე მოადგილეებთან, გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. საუბარი თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის მნიშვნელობასაც შეეხო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა  საზოგადოებასთან ინტერაქციის გააქტიურებისა და ერთობლივი საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვის  მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.

შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხი, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელების გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავების საკითხს დაეთმო. მინისტრმა აღნიშნა, რომ „თავდაცვის ეროვნული სტრატეგია“ თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება და უწყებას მოქმედების გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

მინისტრმა ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კონკრეტული პროექტების შესახებაც მიაწოდა. მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეიქმნება.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად სამუშაო შეხვედრებს მართავს.

სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics