09:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 13:57:52, 1799 ნახვა

სამხედრო
შვედეთი უკრაინას Stridsvagn 122 ტანკებს მიაწვდის

შვედეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის სტრიდსვაგნ 122 (Stridsvagn 122) ტანკების მიწოდებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. - ამის შესახებ, გაზეთი Svenska Dagbladet ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პოლ ჯონსონზე დაყრდნობით იუწყება.

ტანკების გადასატანად მზადება მიმდინარეობს, თუმცა შესაძლებელია ეს მოგვიანებით მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

Stridsvagn 122 არის შვედური მთავარი საბრძოლო ტანკი, გერმანული Leopard 2A5-ის მოდიფიკაცია.

25 იანვარს შეერთებული შტატები დაჰპირდა უკრაინას 31 მოწინავე M1 Abrams ტანკის გადაცემას. ვაშინგტონს არ სურდა რთულად შესანახი აბრამსის უკრაინას გადაცემა, მაგრამ შეცვალა ტაქტიკა, რათა დაერწმუნებინა გერმანია უკრაინაში გაეგზავნა უფრო ადვილად გამოსაყენებელი Leopard 2 ტანკები.

გერმანია დათანხმდა უკრაინას 14 Leopard 2 საბრძოლო ტანკის მიწოდებას, ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ეს გადაწყვეტილება 25 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის დაბადების დღეს გამოცხადდა.  პოლიტიკოსი 45 წლის გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics