13:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 00:24:29, 990 ნახვა

სპეციალური ანონსი
1 ივლისის ანონსი

10:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონში” ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.
თემა: ”ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე”. 

11:00 საათზე, ‘’ლაგუნა ვერეს‘’ წინ ‘’ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ,,ლაგუნა ვერე“ - განადგურებული ინფრასტრუქტურა, უფუნქციოდ და უპატრონოდ მიგდებული ძველი შენობა. 

12:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
მის.: ერეკლე მეორის მოედანი #3, პარტიის ცენტრალური ოფისი 

12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით „რიყის პარკის“ ტერიტორიაზე გაიმართება საქველმოქმედო ფესტივალი, სახელწოდებით: „ხელოვნება გვამეგობრებს“. 
საკონტაქტო პირი მიშა დოლიძე - 577 56 60 66

13:00 საათიდან, ბაზალეთის ტბასთან, დავით ქაფიაშვილის ინიციატივით, უკვე მეთხუთმეტედ, გაიმართება მეიარაღეთა და ბაზიერთა ტრადიციული ფესტივალი.

15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ”სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე” მიწვეულ ექსპერტებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სხდომათა დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 

20:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს მთაწმინდის პარკში წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics