18:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 18:00:41, 640 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 25-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვა გრძელდება.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, დამატებით: 21 ეკომიგრანტ ოჯახს გაეგზავნა შეთავაზებები საცხოვრებელი სახლის მოძიების მიზნით; 2 ოჯახის მიერ შესყიდვის მიზნით წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მონაცემები გადაეგზავნა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ტექნიკური მდგომარეობისა და ამ ეტაპზე არსებული საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით; 3 ოჯახს გაუხანგრძლივდა ვადა საცხოვრებელი სახლის მოძიების მიზნით; 5 ოჯახის დამატებითი შესწავლა ეთხოვა შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებს.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის I კვარტალში, საცხოვრებელი ფართი თანადაფინანსებით 25-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. გასულ წელს ამავე პროგრამით 96-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

დამატებით ინფორმაცია პროგრამის შესახებ: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/27dbad43c74f44508563a848beae.pdf

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics