2016-11-12 14:43:06, 1437 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: დიდი ვარაუდით მთავრობაში ვიქნები, თუმცა რომელ თანამდებობაზე, ამას პრემიერი განსაზღვრავს
„დიდი ვარაუდით მთავრობაში ვიქნები, თუმცა რომელ თანამდებობაზე, ამას პრემიერი განსაზღვრავს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე - დაიკავებს თუ არა ფინანსთა მინისტრის თანამდებობას, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან