11:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 13:12:18, 560 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა მებაჟე ოფიცრები დააჯილდოვა

ფინანსთა სამინისტროში მებაჟე ოფიცრების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მინისტრმა ნოდარ ხადურმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებმაც  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით გამოიჩინეს თავი და 24 იანვარს,  „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

მადლობის სიგელები გადაეცათ საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერს ანა ასლანოვას, რომელმაც უშუალოდ აღმოაჩინა ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, ცვლის უფროსს მიხეილ ზაზაშვილს, უფროს ფიტოსანიტარს ჰაირაპეტ თუმასიანს და უფროსს გიორგი ჩერქეზიას.

მებაჟე ოფიცრებს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვა  ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics