16:48 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 18:13:18, 668 ნახვა

რეგიონი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება  შპს. „შავი ზღვის ცემენტის“  ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას, რომელიც სენაკში, 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ „მარულას" და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც  „ქართუ ჯგუფის» დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერ-მინისტრი  სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში დაფინანსებულ  საკონდიტრო საწარმოს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერს“ ეწვევა.

აჭარის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა– გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის– "კასტელო მარე" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics