23:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 14:02:21, 748 ნახვა

სხვადასხვა
Facebook-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა - ტექნოლოგია შეტყობინებების შინაარსს ხვდება

კომპანია Facebook-მა ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომლის მეშვეობითაც პროგრამა "ხვდება" თუ რას წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში, მაშინაც კი თუ ის ჟარგონს იყენებს.

ტექნოლოგია, Deep Text, დაწერილი ტექსტის შინაარსს "ადამიანივით ხვდება".

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია მომსახურების გაუმჯობესების მიზნითაა შექმნილი. პროგრამული რობოტი, "სპამების" და მათ შორის სხვადასხვა შეტყობინებების ფილტრაციასაც ახორციელებს.

ტექნოლოგია კომპანიის სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის Messenger და საძიებო სისტემაზე, სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს.

ასე მაგალითად, Messenger-ში ტექნოლოგია ხვდება თუ სად აპირებს გამგზავრებას მომხმარებელი ან რამის შეძენა/გაყიდვა ხომ არ სურს და შესაბამის ვებ გვერდებსა და საკონტაქტო ნომრებს სთავაზობს.

კომპანიის წარმომადგენლები Deep Text-ის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობენ, იმისათვის, რომ ტექნოლოგიამ ჟარგონის და შემოკლებული ფრაზების გარჩევაც შეძლოს.

Facebook-ში აცხადებენ, რომ პროგრამა მომხმარებლების უკეთესად გაგებისათვისაა შექმნილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ ეტაპისთვის ტექნოლოგია 20-ზე მეტ ენას არჩევს.

Quartz Tech News-ის წარმომადგენელი მაიკ მერფი აცხადებს, რომ მსგავს პროგრამას შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.

მისივე თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია ერთი მხრივ საკმაოდ საინტერესოა, თუმცა მან შესაძლოა მომხმარებელი შეზღუდოს და მისი წვდომა უფრო ფართო სპექტრის რეკლამასა თუ სხვა სახის მომსახურებასთან იყოს შეზღუდული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics