11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 13:06:39, 1248 ნახვა

მსოფლიო
რუსები ქვეყნის მთავარ მტრებად აშშ-ს, უკრაინასა და თურქეთს მიიჩნევენ

რუსებმა ქვეყნის მთავარი მტრები და მეგობრები დაასახელეს. როგორც სოციოლოგიური კვლევებით გაირკვა, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის მთავარ მტერ სახელმწიფოებად, აშშ, უკრაინა და თურქეთი მიაჩნიათ.

გამოკითხვა "ლევადა-ცენტრმა" ჩაატარა.

გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავარი მტერი ამერიკის შეერთებული შტატებია. მეორე ადგილი 48%-ით უკრაინამ დაიკავა (2015 წელს უკრაინას მტრად მხოლოდ 37% ასახელებდა). მესამე ადგილზე კი, თურქეთია - 29%-ით, გასულ წელს თურქეთს მტრად რუსეთის მხოლოდ 1% მიიჩნევდა. (სავარუდოდ ამის მიზეზი რუსეთ-თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობებია).

რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მთავარ მეგობრებად ბოლორუსი, ყაზახეთი და ჩინეთი მიიჩნიეს.

გამოკითხულთა 70% უარყოფითადაა განწყობილი აშშ-ის მიმართ და 62% უარყოფითადაა განწყობილი ევროკავშირის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics