23:48 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 21:58:58, 811 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მომზადებული ცვლილებები დამტკიცდა

თბილისის ქაოტური განაშენიანების მანკიერ პრაქტიკის აღკვეთის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში, თბილისის მერიის ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს. მისი განმარტებით, კ2 კოეფიციენტის შეზღუდვა არ გავრცელდება თბილისის პერიფერიაზე, რათა გარეუბნებს  ურბანული განვითარების მეტი საშუალება მიეცეს.

ახალი რედაქციის მიხედვით, ასევე დარეგულირდა ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები, ხოლო კონკრეტული უბნების განვითარებისთვის, აუცილებელი პირობა გახდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავება, რაც თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics