2016-05-10 11:38:57, 1146 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მამაკაცმა შეძახილის - ”ალაჰ აქბარ” ფონზე ოთხი ადამიანი დაჭრა
მიუნხენის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებული უცნობი პირი მგზავრებს თავს დაესხა, - ამის შესახებ Süddeutsche Zeitung იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი “ალაჰ აკბარ” ყვიროდა. მედიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებმა დაადასტურეს.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც წარსულში სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემა არ ჰქონია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან