14:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 14:43:29, 992 ნახვა

მსოფლიო
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა. მხარეები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სროლები რეგიონში ისევ გრძელდება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. მათ შორის გამოიყენება არტილერიაც.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თუმცა აზერბაიჯანელ სამხედროებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ.

როგორც ბაქოში აცხადებენ, სამხედროები რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოზიციებს ამაგრებენ. მხარეებმა 5 დღიანი ბრძოლების შედეგებიც შეაჯამეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო გენერალური შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს ყარაბაღის 29 ჯარისკაცი და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 101 სამხედრო, 26 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება.

საბრძოლო მოქმედებებების შედეგები ბაქოშიც შეაჯამეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად 31 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, განადგურებულია 1 ვერტმფრენი და ერთი ტანკი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics