11:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 14:47:28, 1024 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელის ტერაქტებში გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ბრიუსელის ტერაქტებში გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია ბელგიის ჯანდაცვის მინისტრზე, მაგი დე ბლოკზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებიდან 4 პირი გარდაიცვალა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაციით სულ 35 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთა შორის 3 თვითმკვლელი ტერორისტი არ შედის. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ეროვნება და პირადი ინფორმაცია ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში 2 აფეთქება მოხდა. 1 საათის შემდეგ აფეთქება მეტროსადგურ "მალბეკზე" განხორციელდა. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტების სერიას 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწერა, 270-ზე მეტი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics