12:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 22:51:47, 15055 ნახვა

საზოგადოება
დოროთე ყურაშვილი მღვდელთმოქმედების შეჩერებაზე: მე ეს უფრო მაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერი იქნება

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ფორმულასთან საქართველოს საპატრიარქოს მიერ მისთვის მღვდელთმოქმდების შეჩერებას ეხმაურება.

იგი ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების მონაწილეობასა და რუსთაველის გამზირზე პარაკლისების ჩატარებას უკავშირებს.

"[მღვდელთმოქმდების უფლება შემიჩერეს] ვფიქრობ, აქციების, პარაკლისის გამო. კომისია იყო ჩანიშნული, მაგრამ იმის გამო, რომ მე ვითხოვ პრემიერის გადადგომას, არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებს, ვფიქრობ, რომ ამ ჩემი მოთხოვნების გამო, დააჩქარეს ეს და კომისიასაც არ დაელოდნენ. ალბათ ესაა იმის მიზეზი, რატომაც მოხდა ეს დღეს.

მინდა ვუთხრა ხალხს, რომ პირიქით, არ შეშინდეს არავინ. მე ეს უფრო მაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერი იქნება.

საპატრიარქოს და იმ ჯგუფს რა უნდა ვუთხრა. მათ არაფერი ესმით - დაყრუვდნენ. თვალახელილი ბრმები არიან", - აცხადებს დოროთე ყურაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics