11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 11:25:49, 803 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამიას ადვოკატი - ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს

განსხვავებული მოლოდინი არ მქონია - გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთი ჩომახაშვილი, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნობას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას აზრი არ იცის, მიიჩნევს, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს.

„განახვავებული მოლოდინი არ მქონია, წინა პრაქტიკებმა აჩვენა, ანალოგიურ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, ჩემი აზრით, სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ. ასეთია ჩვენი დღევანდელი მართლმსაჯულება. გადაწყვეტილებები ამ შენობაში [სასამართლოში] არ იწერება. 8 თვე მიუსაჯა ნიკა გვარამიას, ჯვებე ნაჭყებიამ. ზუსტად ანალოგიურ საქმეზე ამ მოსამართლემ ზურა ჯაფარიძეს, 7 თვე განუსაზღვრა, მაგრამ რატომ გადაწყვიტა, რომ ნიკა გვარამიასთვის 8 თვე შეეფარდებინა არ ვიცი, ამას განაჩენში დაასაბუთებს, რომელსაც ვიხილავთ.

გასაჩივრებას რაც შეეხება, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ უნდა მიიღოს, ჯერ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა მე როგორც იურისტი, მიუხედავად ყველაფრისა, ამ დამოკიდებულებისა და მიუხედავად მოლოდინისა სააპელაციო სასამართლოს მიმართ, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ იცვლება არაფერი, ვფიქრობ, ეს განაჩენი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს.

მოვა დრო და ამ განაჩენის დამწერი და ხელმომწერები პასუხს აგებენ“, - განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics