15:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 13:44:25, 952 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე - რძის საკითხზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ვითხოვთ

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა.

ანა დოლიძე რძის საკითხზე საჯარო შეხვედრას ითხოვს.

,,სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ და ჯანმრთელია თუ არა ჩვენი გარემო. გაზრდილი სიმსივნეების მაჩვენებელი, როგორც ზრდასრულებში ისე არასრულწლოვანებში იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც კარგად ჩვენ გარემოში არ არის. რძის სკანდალი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. ორი განცხადება მოვისმინეთ სააგენტოსგან და თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გვჭირდება საჯარო განხილვა მშობლებთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელთან პირისპირ. უნდა გავიგოთ, რა ვითარება გვაქვს რძესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ჩვენი მომავლის საკითხი და მე ამას ბოლომდე გავყვები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics