11:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 17:52:26, 2356 ნახვა

კომენტარი
ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუს სამეურვეო საბჭოზე - წინასწარ გამზადებული საბრალდებო დასკვნა გააჟღერეს

წინასწარ გამზადებული საბრალდებო დასკვნა - ასე აფასებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დასკვნას, რომელმაც კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების საქმის პროკურატურაში წაღება მოითხოვა. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ საზმაუს ბორდი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და კრიტიკული საკითხებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. 

წინასწარ გამზადებული საბრალდებო დასკვნა გააჟღერეს ე.წ. მოკვლევის დასკვნის გაცნობის შემდეგ სამეურვეო საბჭოს წევრებმა. კრიტიკული, მნიშვნელოვანი საკითხების დისკრედიტაციის მცდელობა ვიხილეთ სამეურვეო საბჭოს წევრების მხრიდან. ეს არ არის სიმართლის დადგენის მცდელობა, ეს არის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მცდელობა და რეალური, პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის წარუმატებელი, ცუდი დრამატურგიული ხერხით დადგმული საბჭო, - ამბობს ვასილ ივანივ ჩიქოვანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე იმსჯელა და არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics