09:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 19:01:40, 1612 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს

The New York Times უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. მიზეზი მძიმე დანაკარგები გახდა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტზე დაახლოებით ორი კვირაა არ შეუმჩნევიათ.

უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების ზრდა გამოწვეული იყო მათ რიგებში დეზორგანიზაციით და რუსულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის ნაკლებობით.

The New York Times-ის კიდევ ერთი წყარო, ამერიკელი ოფიციალური პირები კი თვლიან, რომ გადაწყვეტილება ჩრდილო კორეელების ფრონტის ხაზიდან გაყვანაზე დროებითი შეიძლება იყოს და დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ, ისინი შესაძლოა, ისევ დააბრუნონ ომში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics