13:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 13:39:06, 1106 ნახვა

მსოფლიო
გაერო სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას გეგმავს

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, გაერო ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. უახლოესი 5 დღის განმავლობაში გაერო, წყლის, საკვების და მედიკამენტების 150 ათასამდე ადამიანისთვის გადაცემას გეგმავს. 

გაეროში მზად არიან, მარტის ბოლომდე 1 მილიონ 700 ათასამდე ოჯახსაც დაეხმარონ, რომლებიც რთულად მისადგომ რეგიონებში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელშიც სამთავრობო ძალები, ამბოხებულები და ქურთები მონაწილეობენ, სირიაში 2 დღის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ლოკალური შეტაკებებისა და იერიშების გამო, მხარეები ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics