10:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 12:56:44, 1145 ნახვა

რეგიონი
ქედის მერიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სამგზავრო ავტობუსი შეიძინა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსი 45 მგზავრზეა გათვლილი.

"მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უახლოეს პერიოდში ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს.

ავტობუსი ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება და მნიშვნელოვანია, რომ პენსიონრები, შშმ პირები და სტუდენტები შეღავათებით ისარგებლებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics