01:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 12:59:38, 448 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილთან, მის უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნაზე, მოლაპარაკება გრძელდება

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მისი უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ  დანიშვნის თაობაზე, მოლაპარაკება გრძელდება.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეობა ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია და ამ სკითხთან დაკავშირები ორმხრივი მოლაპარაკებებია საჭირო.
„ახლა არ მაქვს საბოლოო პასუხი ჩემს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე.  ამჟამად უკრაინაში ბევრი ქართველი მუშაობს, დაახლოებით 100-მდე ადამიანი, მათგან უმრავლესობა მაღალ თანამდებობებზეა დანიშნული. უკრაინაში  ასეთი აზრი არსებობდა - „ყველა აქ არის და სააკაშვილიც დავნიშნოთო“.  ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები უკრაინის მთავრობასთან, რომელიც კიდევ 2-3 დღე გაგრძრლდება,  ეს ორმხრივი პროცესია, რადგან ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics