14:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 02:08:50, 514 ნახვა

საზოგადოება
სამთო-სათხილამურო სპორტში, ჟურნალისტებს შორის ფესტივალის „ნიამორის“ რიგით მე-10 ტურნირი გაიმართა

გუდაურში , 7-8 თებერვალს, სამთო-სათხილამურო სპორტში, ჟურნალისტებს შორის ფესტივალის „ნიამორის“ რიგით მე-10 ტურნირი გაიმართა.

ღონისძიება ტრადიციულად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ეროვნულ ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან და „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჩაატარა.

შეჯიბრში ტრადიციულად საქართველოში აკრედიტებული მედია-საშულებების გუნდები მონაწილეობდნენ.

ასპარეზობამ, რომელმაც  როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის საუკეთესო ჟურნალისტი მოთხილამურეები გამოავლინა,  რიგით მე-10 პირველობის საუკეთესო მედია გუნდიც დაასახელა.

2015 წლის საუკეთესო მედია გუნდს გარდამავალი თასი (ეს თასი 8-ჯერ გათამაშდა) გადაეცა, რომელიც გასული წლის საუკეთესო გუნდის GDS-ის ოფისში ინახებოდა. მანამდე, გარდამავალ თასს 3-ჯერ „ტელე-იმედი“, ორ-ორჯერ კი „რუსთავი 2“ და „ნიამორი“ ფლობდნენ.

წლევანდელ მედია-პირველობაზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: ტელე-იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, GDS-ის, რადიო იმედის, რადიო ფორტუნას, ჯაკოს, პალიტრა ტვ-ს, მედია ნაკრებმა და ნიამორის გუნდებმა, რომლებიც სხვადასხვა მედია-საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებით იყვნენ დაკომპლეტქებული.

შეჯიბრის მსვლელობისას სახელობით პრიზები რჩეულ გუნდებს  მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, ეროვნულმა ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და „ვისოლ ჯგუფმა“ გადასცეს. . მეორე წლის გუდაურში გამართულ მედია-ტურნირზე რჩეულებს გუდაურის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის თასი და „ნიამორის“ მედია-შეჯიბრების ყველაზე ტუტულოვანი მონაწილის „წირას“ სახელობითი თასიც გადაეცათ. ტურნირზე ასევე ტრადიციულად გამოვლინდნენ ბოლო ადგილზე გასული მოთხილამურე ჟურნალისტები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები „ჩაიდნები“ გადაეცათ. 2015 წლის მედია-ტურნირის თანაორგანიზატორები არიან: „ვისოლი“, „სმარტი“, „ვენდი“ „დანქინ დონატსი“. საინფორმაციო მხარდამჭერია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და ფორტუნა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics