16:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 22:57:46, 1520 ნახვა

სამხედრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩაძირული კრეისერ მოსკვას ეკიპაჟის ვიდეო აჩვენა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო კადრები, რომლებშიც ჩანს ჩაძირული სარაკეტო კრეისერის „მოსკვა“-ს ეკიპაჟის შეხვედრა, სევასტოპოლში საზღვაო ძალების მთავარსარდალ ადმირალ ნიკოლაი ევმენოვთან.

მანამდე რუსული საინფორმაციო სააგენტოები წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ჩაძირული კრეისერის ეკიპაჟი გადაარჩინეს და სევასტოპოლში გადაიყვანეს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება არ აკონკრეტებს ზუსტად რამდენი მეზღვაური გამოიყვანეს გემიდან და არიან თუ არა დაღუპულები. ასეთი ინფორმაცია ახლაც არ არსებობს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში მოსკოვის კრეისერზე შესაძლოა 500-700-მდე ადამიანი იმყოფებოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი Moskva 14 აპრილს ჩაიძირა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიზეზი ხანძარი და ქარიშხალია, უკრაინული მხარე კი ამტკიცებს, რომ კრეისერს უკრაინული ნეპტუნის რაკეტები მოხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics