14:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 15:49:04, 489 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: უკრაინის ტერიტორიაზე ადეიშვილის გადაადგილებაზე გადაწყვეტილება უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, უკრაინის მხარისთვის  საქართველოს ყველა დოკუმენტაცია აქვს გადაგზავნილი და მის გადაადგილებაზე გადაწყვეტილება უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს.
„ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარისთვის არის გადაცემული ყველა სათანადო დოკუმენტაცია, არის პროცედურა დასრულებული. ხოლო გადაწყვეტილებები უკვე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ბატონი ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს უკრაინის მხარემ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაშია. ის ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics