04:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 13:20:40, 8297 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის მუნიციპალიტეტმა კეთილკეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ კეთილკეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა.

დედაქალაქის  მერის,  კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგიის მიღება და მისი შემდგომი იმპლემენტაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2018-2020 სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

მისივე თქმით, სწორი მართვის გარეშე წარმატებული პროექტების განხორციელება შეუძლებელია.

„როდესაც ვსაუბრობთ სხვადახვა პროექტზე, რა თქმა უნდა, სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში, იმ შვიდი პოლიტიკიდან, რომელიც პრიორიტეტად გვქონდა გამოცხადებული, ერთ-ერთი მთავარი მიმართლება სწორედ მართვა იყო. სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე, შეუძლებელია, წარმატებაზე ვიფიქროთ. შესაბამისად, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მართვას, ამ მიმართულებით, მთელი რიგი რეფორმების განხოციელებას და გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთვის  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-სა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მადლობა  გადაუხადა. 

„რაც შეეხება სტრატეგიას, შეგვიძლია განვსაზღვროთ ექვსი პრიორიტეტული მიმართულება: მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება; ანგარიშვალდებულების გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; კორუფციული რისკების შემცირება; მერიის სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა; ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვა; კეთილსინდისიერების ამაღლება. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ სხვადახვა რაიონში განსახორციელებელ პროექტებში, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს “, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics