|
2015-08-23 14:35:29, 1056 ნახვა
კომენტარი
ზაქარეიშვილი: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალზე სამუშაოების მიმდინარეობის მოტივი, ქართული საზოგადოების პროვპოკაციაზე წამოგებაა. "სააკაშვილის დროს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავი, მაგრამ ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები, ომმა ჩაშალა. მაშინ ხომ მოლაპარაკებები მიდიოდა, ჩვენს დროს არანაირი მოლაპარაკებები არ მიდის, როგორც ჩანს საოკუპაციო ძალებს სურთ დაასრულონ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი, რომელიც ოჩამჩირემდეა. თუმცა, ოჩამჩირე-სოხუმის მონაკვეთი პრაქტიკულად არ მოქმედებს იმიტომ, რომ არც მგზავრები და არც ტვირთი არ მოძრაობს და პრაქტიკულად ეს არის მკვდარი მანძილი .თავისთავად უცნაურია და არარენტაბელურად ჩანს, რატომ უნდა აგრძელებდნენ გალამდე, როცა ძირითადი სამუშაოები გალში უკვე დასრულებულია. მე ვერ ვხედავ, რატომ უნდა გააგრძელონ, თუ არა ერთი მიზეზით, პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული საზოგადოების ნაწილი, რომ ამაზე ჩაითვალოს განსაკუთრებული საფრთხე. იმაზე დიდი საფრთხე, რაც 2008 წლის აგვისტოში ოკუპაციით გამოიხატა და იგივე რკინიგზის გატარებით ოკუპირებულ ტერიტორიის რაღაც მონაკვეთზე, სიტყვაზე სოხუმიდან ოჩამჩირემდე, არ არის. ამ ტიპისვე საფრთხეა ეს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ცნობისთვის, რუსეთი წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგებას გეგმავს. საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე. სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა ივლისის ბოლოს გაიგზავნა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, სამუშაოები ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ხორციელდება. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, რუსეთმა აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)