09:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 15:54:12, 11397 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - „რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება.

მისივე თქმით, ამ პროცესში მთავარი მკვლევარი ინფექციური საავადმყოფოს გარდა, კიდევ 6 კლინიკა იქნება.

„„რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ახლა მიმდინარეობს ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი. 6 კლინიკაა ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება ამ შემთხვევაში მთავარი მკვლევარი. ეს არის ის კლინიკები, რომლებიც აქამდე მართავდნენ კოვიდპაციენტებს. რამდენი პრეპარატი ჩამოვა ქვეყანაში ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი პაციენტი გვეყოლება ისეთი, რომელიც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს, ამ შემთხვევაში „რემდესივირი“ რეკომენდირებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა. ჩვენი მოლოდინით ასეთი პაციენტი ბევრი არ უნდა იყოს და შესაბამისად, პროტოკოლის მიხედვით მოხდება მათი ჩართვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics