2020-05-05 12:43:11, 17867 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დღეს დატოვებს.
მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალი პაციენტი არ შემოსულა. ამჟამად, სულ 11 პაციენტი გვყავს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ერთი პაციენტი ტოვებს კლინიკას. ორ პაციენტს გუშინ საკონტროლო ანალიზები აეღო, პირველი უარყოფითია და დღეს ჩატარდება განმეორებითი კვლევა. თუ მეორეჯერაც უარყოფითი პასუხი დაგვიდასტურდება, 2 პაციენტი დატოვებს კლინიკას. დღევანდელი მდგომარეობით, სულ კლინიკიდან 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,