2020-04-28 17:50:30, 14304 ნახვა
ომი უკრაინაში
როგორია რეგიონში კოვიდ19-ის გავრცელების სტატისტიკა
რეგიონში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თურქეთში ფიქსირდება. თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 112 261 შეადგინა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მან 33 791-ს მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა 2 900 პაციენტი.
კოვიდ19-ის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია რუსეთშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 93 558-ს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 867 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 456 ინფიცირებული.
1 867-ს შეადგენს სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე სომხეთში კოვიდ19-ით გარდაიცვალა 30 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 866 ინფიცირებული.
აზერბაიჯანში კოვიდ19-ით ინფიცირებულია 1 678 ადამიანი, გარდაიცვალა - 22 პაციენტი, ხოლო კოვიდ19 დაამარცხა 1 162 ინფიცირებულმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან