18:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 16:37:25, 6867 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით,  კლინიკაში კორონავირუსზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითი იყო.

როგორც მან აღნიშნა, დღეს კორონავირუსზე კიდევ 25 პაციენტის ტესტირებაა მოხდება,  რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

„21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს დაგეგმილია, ასევე, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები. ჩვენს ზოგიერთ პაციენტს აქვს მაღალი ცხელება, თუმცა განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი არ გვყავს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან და მათი მკურნალობა გრძელდება. ასევე გვყავს, 2 COVID დადასტურებული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ბოქსებში, მათაც უტარდებათ მკურნალობა. ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთს სუნთქვის მართვა არ სჭირდება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics