11:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 01:54:49, 1629 ნახვა

ცესკო - ბიულეტენების გადათვლის შემდეგ რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა

საქართველოს საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ბიულეტენების გადათვლის შემდეგ რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. მათ შორის, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საარჩევნო უბნებში. ცესკოს ცნობითვე, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადათვლილია, ასევე ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც, აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგიც უცვლელი დარჩა.

"ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი არჩევნებისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს — დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი", — აცხადებენ ცესკოში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics