23:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-21 14:59:31, 804 ნახვა

ეკონომიკა
„ლარსზე“ არსებული სირთულეების გამო, სომხეთი რუსული თხევადი გაზის მიღებას აზერბაიჯანის გავლით განიხილავს

სომხეთი რუსეთიდან თხევადი აირის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის გავლით, რკინიგზის მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ რუსულ „ტასს“-ს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა, ლილით შაბოიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანას თხევადი აირი რუსეთიდან და ირანიდან შემოაქვს და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად სომხეთი ამ ტიპის საწვავის იმპორტის პრობლემას აწყდება.

„ირანში არსებული ვითარების გამო, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, ხოლო რუსეთის მიმართულებით არსებული შეფერხებები „ზემო ლარსს“ უკავშირდება. პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება, რადგან სომხეთში თხევადი აირის შემოტანა რკინიგზით დაიწყება. რუსული თხევადი აირი ძალიან მალე სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეწოდება“, — განაცხადა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა, თუმცა მიწოდების ზუსტი ვადები არ დაუკონკრეტებია.

„ტასს“-ი წერს, მანამდე სომხეთის თხევადი აირის ბაზარზე დეფიციტი და ფასების ზრდა დაფიქსირდა. სომხეთის ოფიციალური უწყებების განმარტებით, ეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსის“ შეფერხებით მუშაობამ განაპირობა. შედეგად, რუსეთიდან სომხეთში თხევადი აირის მიწოდებაშიც შეფერხებები დაფიქსირდა.

სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადაიზდვებზე შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულ იქნა 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების მონაწილეობით. 1990-იანი წლების დასაწყისიდან პირველად, ამ შეთანხმებამ გზა გაუხსნა სომხეთში რუსული აგროსამრეწველო პროდუქციის პირდაპირ სარკინიგზო გადაზიდვებს. რუსული მარცვლეულის პირველი პარტია სომხეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით 2025 წლის ნოემბერში გადაიზიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics