02:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-06 16:24:57, 19867 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - სუს-ის “გამოძიების” სამარცხვინო პასუხი ქართველ ხალხს ბოროტების და არაპროფესიონალოზმის ფსკერია

"სუს-ის “გამოძიების” სამარცხვინო პასუხი ქართველ ხალხს ბოროტების და არაპროფესიონალოზმის ფსკერია. -  წერს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში და სუს-ის განცხადებას ეხმაურება.

 დღეს სუს-მა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას".

"არსებობს მიღება-ჩაბარების ხელმოწერილი აქტები, რომელიც სპეციალური საშუალებების გაცემისას იწერება. სად არის დოკუმენტაცია. რატომ გათქვა გომელაურმა კამიტის შესახებ ინფორმაცია და სად გაქრა ეს ჩვენება.

ყველაზე უფრო ამაზრზენი ისევ უკრაინაზე ლაპარაკი და უკრაინასთან კავშირის “მხილებაა” პოლიტიკოსებზე და უბრალო ადამიანებზე თვეობით მიმდინარე გამოძიების ფონზე 3 დღეში დახურეს თემა.

ფაქტია, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება არ უნდათ. ეს უკვე დასტურია" | წერს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე .

 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი, აკრძალული "კამიტი" გამოიყენა. ამავე დღეს გომელაურმა განაცხადა, რომ "ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics