16:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 13:02:53, 48168 ნახვა

უსკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩევლის 8.58%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობამ 8.58% შეადგინა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში დაფიქსირდა.

„წარმოგიდგენთ ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს 12 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. #28-ე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში 12 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 504-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7.14%-ს. #30-ე უბანზე ხელვაჩაური-წედა-შუახევის მაჟორიტარულ ოლქში 10 430-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც 10.78%-ს შეადგენს. ჯამში, 12 საათის მდგომარეობით არის 8.58% აქტივობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ტრადიციულად ქედის ოლქში 13.17%, ხოლო ყველაზე მცირე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - 7.14%“, - განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics