22:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 00:04:31, 1218 ნახვა

ცეზარ ჩოჩელი ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებს შეხვდა - Live

მცხეთა-თიანეთი, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, ცეზარ ჩოჩელი,  ქსნის,  დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებს წეროვანში შეხვდა.
წინასაარჩევნო შეხვედრა ხალხმრავალი გამოდგა. შეხვედრას, პოლიტიკისები გუბაზ სანიკიძე და ნიკა მელიაც ესწრებოდნენ.
არჩევანი ოპოზიციის სასიკეთოთ არის გასაკეთებელი, რადგანაც დღეს უნარი, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისისგან გამოიყვანოს აქვს ოპოზიციას.

ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიციას და ცეზარ ჩოჩელს აქვს იმის უნარი გახადოს ეს მხარე წარმატებული და მდიდარი. ეს ცეზარ ჩოჩელმა ბევჯერ დაამტკიცა. ამ ადამიანს თავისი საფიქრალი და საზრუნავი აქვს, როდესაც ათასობით ადამიანს ასაქმებს კერძო სექტორში, ამიტომ ორმაგად ვუფასებ მე ამ ნაბიჯს, რომ საჯარო პოლიტიკაში გადაწყვიტა წამოსვლა.
ამ ადამიანს აქვს კონკრეტული გეგმა და შეხედულებები, რომ მაგალითად მუხრანი იყოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სოფელი. ამას სჭირდება მოტივაცია და ცოდნა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აღარ აქვს და დაღლილები არიან.
ამიტომ 31 ოქტომბერს ყველა ერთად დილის 8 საათიდან უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და მკეთრი და მკაფიო ხმა გავაგონოთ ოლიგარქს“ . - განაცხადა ნიკა მელიამ
ცეზარ ჩოჩელმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას.
"ეს არ არის  რიგითი არჩევნები, 31 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი - გავაგრძელებთ ჩვენი წინაპრების ღირსეულ გზას თუ  ჩვენს შვილებს და შვილისშვილებს დავუტოვებთ დაბეჩავებულ და მუხლზე დამდგარ ქვეყანას!"
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დღევანელი შეხვედრისთვის  - მეამაყებით ჩემო ხეობელებო" - აღნიშნა ჩოჩელმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics