19:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 15:12:04, 746 ნახვა

სხვადასხვა
მინდია ჯანელიძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდა.

 ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

სტუმრებმა   კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერეს და საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემას გაეცნენ.

გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა, საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს, დანია-საქართველოს ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის დანიის სამეფო გვარდიის მედალი გადასცა.

გენერალ-მაიორი  დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და  დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით, ეს მისი  უკანასკნელი ვიზიტია საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics