15:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 14:37:31, 3337 ნახვა

კულტურა
Tbilisi Newcomers 2017 - რეგისტრაცია დაიწყო!

„ალთერვიჟენ ჯგუფისა“ და ილიაუნის მხარდაჭერით, წელს უკვე მერვედ, “Tbilisi newcomers 2017” ჩატარდება.

პროექტით დაინტერესებულმა მუსიკოსებმა 15–დან 27 მაისის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე  www.newcomers.ge. კონკურსის ვებგვერდზე მსურველებმა უნდა ატვირთონ ფოტოსურათი, სამი mp3 და ბიოგრაფია.

აპლიკაციის განხილვის შედეგად შერჩეული საუკეთესო ბენდები მოწვეული იქნებიან შოუქეისზე, რომელიც 5 და 6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება. ფინალური შოუკონცერტი კი 10 ივნისს შედგება, ლისის ტბაზე, ილიაუნის მე–11 დაბადების დღეზე.

ორგანიზატორების თქმით, “Newcomers” დღეს  ალტერნატიული სცენის პროგრესირების ერთადერთი საშუალებააა.

როგორც „ალთერვიჟენ ჯგუფის“ პროდიუსერმა სანდრო სულაქველიძემ განაცხადა, პროექტის გამარჯვებულები “Tbilisi Open Air 2017”– ში მიიღებენ მონაწილეობას.

“ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებისთვის პროექტ “newcomers”-ში გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი ფესტივალ “Open Air”-ში მონაწილეობა იქნება ამიტომ პირველ სამ ადგილზე გასული ბენდები  “Tbilisi Open Air 2017”–ზე დაუკრავენ”,–განაცხადა სანდრო სულაქველიძემ.

პროექტი “Tbilisi newcomers” ახალი ბენდების და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება და 2009 წლიდან ტარდება ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air”–ის ფარგლებში.“Tbilisi newcomers” ქართული ალტერნატიული სცენის განვითარებას უწყობს ხელს. ცხრა წლის განმავლობაში პროექტში მონაწიელობის სურვილი 1000–მდე ქართულმა ბენდმა და მუსიკოსმა გამოთქვა.

“Tbilisi newcomers” ყოველწლიურად ავლენს წლის საუკეთესო “ნიუქამერ” ბენდს, რომელიც უკვე შერჩეულ უცხოელ და ქართველ არტისტებთან ერთად ფესტივალში “Tbilisi Open Air” მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, “Tbilisi newcomers 2017”–ის ფინალური კონცერტი 10 ივნისს, ილიაუნის დაბადების დღეზე, ლისის ტბაზე გაიმართება. საუკეთესო “ნიუქამერ” ბენდი სწორედ ილიაუნის დაბადების დღის სცენაზე დასახელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics