08:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 18:14:00, 1069 ნახვა

სხვადასხვა
WhatsApp-ი ძველი მოდელის ტელეფონებზე აღარ იმუშავებს

WhatsApp-ის აპლიკაცია iPhone 3GS-ზე, Windows Phone 7-სა და სხვა სმარტფონებზე, რომლებიც Android-ის ძველ (2.1 და 2.2) ვერსიებზე მუშაობენ, აღარ იმუშავებს, - ამის შესახებ Daily Express იუწყება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, WhatsApp-ის აპლიკაცია სიახლეებს განიცდის, რომლებიც მხოლოდ ახალ სისტემაზე იმუშავებს.

"თავის დროზე, სანამ ჩვენი აპლიკაცია სიახლეებით დაიტვირთებოდა, ძველი სისტემის მქონე სმარტფონები ითვისებდნენ ყველა ცვლილებას. თუმცა მას შემდეგ, რაც აპლიკაცია პროგრამულად და ფუნქციურად დაიტვირთა, ძველი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ტელეფონები მას ვეღარ გაუმკლავდებიან და შესაბამისად WhatsApp-ი ვეღარ იმუშავებს", - აცხადებენ კომპანიაში.

2017 წლის 30 ივნისამდე WhatsApp-ი შემდეგ ტელეფონებზე: Blackberry OS, Blackberry 10, Nokia S40 და Nokia Symbian S60 იმუშავებს.

ცნობისთვის, WhatsApp-ი უფასო აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის და ვიდეო/აუდიო კომუნიკაციას ახორციელებს. აპლიკაციის მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics