10:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 13:04:30, 1620 ნახვა

სხვადასხვა
დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი "წლის ადამიანის" ნომინაციის ფინალისტები არიან

ამერიკულმა გამოცემა Time-მა “წლის ადამიანის” ნომინაციაზე 11 ფინალისტი გამოავლინა.

გამოცემის ინფორმაციით, ფინალისტებს შორის არიან:  “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერი და “ბრექსითის” აქტიური მომხრე ნაიჯელ ფარაჯი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აშშ-ის ახალადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მომღერალი Beyonce, ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი.

ამასთან, კიდევ ერთი ფინალისტი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია.

ცნობისთვის, “წლის ადამიანს” Time-ი 7 დეკემბერს დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჟურნალმა "წლის ადამიანად" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics