12:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 11:21:56, 3269 ნახვა

სამართალი
18 წლის პირს ნასამართლევმა კაცმა დანა გულში დაარტყა - სისხლიანი ანგარიშსწორება გურჯაანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ყ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე წარმოქმნილი კონფლიქტისას,  2007 წელს დაბადებული ზ.ნ. დანის გამოყენებით  გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
დაჭრილი  საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება  ჩაუტარდა. 
პოლიციამ გ.ყ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის  იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics